დღეს უკრაინაში ერთიანობის დღეა. გულით იქ ვარ, – ასე ეხმიანება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ერთიანობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას.
„გახსოვთ, 2008 წლის პირველი სექტემბრის ერთიანობის დღე და „ცოცხალი ჯაჭვი“?! ძალიან მიხარია, რომ უკრაინელები ასევე ძალიან კარგად სწავლობენ საქართველოს მაშინდელ გამოცდილებას. დღეს უკრაინაში ერთიანობის დღეა. გულით იქ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან, ძალიან ბევრი ხალხი გამოვა“, – წერს სააკაშვილი.