საბავშვო ბაღის დაბომბვა დიდი პროვოკაციაა – ვლადიმერ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატები და ეუთო დარჩნენ უკრაინაში.

„პრორუსული ძალების მიერ სტანიცა ლუგანსკიში საბავშვო ბაღის დაბომბვა დიდი პროვოკაციაა. მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატები და ეუთო დარჩნენ უკრაინაში, მათი მონიტორინგის საქმიანობა დამატებითი შემაკავებელი ფაქტორია. ჩვენ გვჭირდება ეფექტური მექანიზმი ცეცხლის შეწყვეტის ყველა დარღვევის დასაფიქსირებლად“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის ოლქში, სტანიცა ლუგანსკის დასახლებაში საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. გავრცელებული ინფორმაციით, ჭურვები საბავშვო ბაღსაც მოხვდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი