საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 32 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 19 242 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 553 668-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 407 776 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 15 888 პაციენტი ემსხვერპლა.