უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპირებულ დონბასში რუსმა სეპარატისტებმა ცეცხლი 80-ჯერ გახსნეს.
როგორც უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერატიული შტაბი იუწყება, მომხდარის შედეგად ერთი სამხედრო დაშავდა.
„მოწინააღმდეგის მხრიდან განხორციელებული დაბომბვის შედეგად ერთმა სამხედრომ საშუალო სიმძიმის დაზიანებები მიიღო და სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,“- აცხადებენ უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბში.
მათი მტკიცებით, უკრაინელი სამხედროები სიტუაციას აკონტროლებენ.