უკრაინის პრეზიდენტი მოუწოდებს მსოფლიოს, 2008 წელს საქართველოში დაშვებული შეცდომები არ გაიმეორონ.
ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს.
“რუსეთის ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვის და მთელი მსოფლიოსთვისაა გამოწვევა. უკრაინაში ევროპის უსაფრთხოების საკითხი წყდება. ევროპა და მსოფლიო ვერ გაიმეორებს იმ შეცდომებს, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს იქნა დაშვებული საქართველოში.
მოვითხოვთ სანქციების ახალ პაკეტს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. მივიღე დოკუმენტი საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, რომელშიც გათვალისწინებულია რუსეთთან დიპლომატიური კავშირის გაწყვეტა, მე ამ და სხვა საკითხებსაც განვიხილავ,” – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.