კორონავირუსით კიდევ 48 ადამიანი გარდაიცვალა – კოვიდსტატისტიკა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 10 230 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 48 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 7 223 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 575 999-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 429 763 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 16 981 პაციენტი ემსხვერპლა.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 25,26%, ბოლო 14 დღის – 29,89%, ბოლო 7 დღის – 27,73%.

კომენტარები

დატოვე კომენტარი