უკრაინული მედიის ცნობით, გავრცელდა ვიდეოკადრები თუ როგორ კვეთს ანექსირებული ყირიმისა და დანარჩენი უკრაინის ადმინისტრაციული საზღვარს რუსული სამხედრო შენაერთები მძიმე ტექნიკის თანხლებით.
უკრაინელი სამხედროები არ გამორიცხავენ, რომ მათ ორი მიმართულებით განახორციელონ შეტევა. თუმცა, მთავარი რუსული არმიისთვის არის საპორტო ქალაქი მარიოპოლი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციისთვის.
კადრებში ასევე ჩანს, თუ როგორ კვეთს ანექსირებული ყირიმისა და უკრაინის ადმინისტრაციულ საზღვარს რუსული სამხედრო შენაერთები – სატვირთო მანქანები, საარტილერიო დანადგარები, ჯავშანტექნიკა.
რაც შეეხება სხვა ქალაქებს, უკრაინის თითქმის ყველა ქალაქის აეროდრომი, რომელსაც რუსეთის სარაკეტო ძალები მიწვდა, დაბომბილია.