საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 455 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 41 პაციენტი, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 18 206 პირი. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 918 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 936 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 982 PCR ტესტით.