ზელენსკის ოფიციალურ ტელეგრამ არხზე ახალი ვიდეომიმართვა გამოჩნდა, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრა არა მხოლოდ ერთი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიაა, არამედ ეს არის ომის დასაწყისი ევროპის წინააღმდეგ.
“რუსეთის შეჭრა უკრაინაში, არ არის მხოლოდ შეჭრა, ეს არის ომის დასაწყისი ევროპის წინააღმდეგ, ევროპის ერთიანობის წინააღმდეგ. ევროპაში ადამიანის ელემენტარული უფლებების წინააღმდეგ, კონტინენტზე თანაარსებობის ყველა წესის საწინააღმდეგოდ, იმის წინააღმდეგ, რომ ევროპული სახელმწიფოები უარს ამბობენ ძალის გამოყენებით საზღვრების გაყოფაზე”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას სთავაზობს.
ზელენსკის განცხადებას სერგეი ლავროვი გამოეხმაურა.
“კიდევ ერთხელ მინდა მივმართო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს. ბრძოლები მთელ უკრაინაში მიმდინარეობს. მოდით დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან ხალხის სიკვდილის შესაჩერებლად,”- აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
“კონტაქტი შესაძლებელია თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები იარაღს დააწყობენ”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმ პირობების განმარტებისას განაცხადა, თუ რა შემთხვევაში დათანხმდება კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებას.