რუსეთი კიევის მოსახლეობას “უსაფრთხო დერეფანს” სთავაზობს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კიევის მოსახლეობას დედაქალაქის დასატოვებლად „ღია და უსაფრთხო” დერეფანს სთავაზობს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებაშია ნატქვამი.

“მივმართავთ კიევის მოსახლეობას. ქალაქის ყველა სამოქალაქო პირს შეუძლია თავისუფლად დატოვოს უკრაინის დედაქალაქი კიევი-ვასილკოვის გზატკეცილით. ეს მარშრუტი ღია და უსაფრთხოა”, – ნათქვამია გენერალ-მაიორ იგორ კონაშენკოვის განცხადებაში.

მისი მტკიცებით, რუსული ძალების სამიზნეს მხოლოდ სამხედრო ობიექტები წარმოადგენს.

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო სამიზნეებს ესხმიან თავს. მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს არ ემუქრება”, – აცხადებს კონაშენკოვი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი