ჩავლენ ჩემს ღვინის მარანში და ყველაფერს გამოწრუპავენ – სააკაშვილი ოკუპანტებზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთ-უკრაინის ომს ეხმაურება სა სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

“რა მიხარია, შე იდიოტო, უკრაინაში ომი? პირველად ცხოვრებაში, ვეღირსე ნამდვილ კარგ სახლს, თქვენგან განსხვავებით არა მოპარული ფულით. გუშინ იმ სახლთან რუსულმა BTR-ებმა ჩაიარეს. ხვალ ალბათ შიგნით შევლენ და ჩემს საწოლში დაიძინებენ. ასევე, ჩავლენ ჩემს ღვინის მარანში და ყველაფერს გამოწრუპავენ და ეს შემიძლია, მიხაროდეს?!მე ვარ უკრაინელი ოფიციალური პირი და მომეპყარით სათანადოდ, თუ ჩემს პრეზიდენტობას არ სცემთ პატივს”, – წერს სააკაშვილი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი