ბაჩო ახალაიამ საპატიმრო დატოვა

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ 9 წლიანი პატიმრობის შემდეგ საპატიმრო დატოვა. მან მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.

“განსაკუთრებული არაფერი მაქვს სათქმელი. რას არ ვაპირებ, ის შემიძლია გითხრათ. პოლიტიკოსობას არ ვაპირებ, ეს არ არის ჩემი საქმე. ჩემი მეუღლე და შვილია ჩემი მიზანი. ფეხზე ძლივს ვდგავარ, გამოფიტული ვარ. ამ ეტაპზე ამის თქმა შემიძლია. ძალიან დაღლილი ვარ.

მე კეთილსინდისიერად, პატიოსნად ვემსახურე ამ ქვეყანას. 41 წლის ვარ, სხვა ჯერ არაფერი მიკეთებია. ქვეყნის სამსახურის გარდა სხვა არაფერი მიკეთებია არც მეუღლისთვის და არც ბავშვებისთვის. ვის, რა, როგორ ესმის, ეს სხვა საკითხია“, – განაცხადა ახალაიამ.

ის უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, უკრაინელი ხალხის შურს.

„მინდა უკრაინის მიმართ რამე თუ შემიძლია მხარდაჭერა გამოვხატო. ამ ხალხით გაოცებული ვარ. თუ შეიძლება ასე ითქვას, ცოტა მშურს“, – განაცხადა ახალაიამ.

ახალაიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა.

“მე სირცხვილის გრძნობა მაქვს ძალიან დიდი, ძალიან მრცხვენია იმ ქვეყნის მოქალაქე რომ ვარ, რომელსაც ასეთი კაცი აქ, ციხეში უზის. მრცხვენია, გაოგნებული ვარ, არ ვიცი, მე არ მესმის”, – განაცხადა ახალაიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი