ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის წევრი დენის კირეევი სპეციალური მისიის შესრულებისას დაიღუპა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის წევრი დენის კირეევი, რომელიც მედიის დაუდასტურებელი ინფორმაციით, ღალატში ამხილეს, რეალურად სპეციალური მისიის შესრულების დროს დაიღუპა.

„სპეციალური დავალების შესრულებისას დაიღუპა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სამი თანამშრომელი: ალექსეი დოლია, ვალერი ჩიბინეევი და დენის კირეევი. ისინი დაიღუპნენ უკრაინის დასაცავად”, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, გამოცემა „ობოზრევატელი“ წერდა, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ჯგუფის წევრი უკრაინიდან დენის კირეევი ღალატში ამხილეს. იმავე ინფორმაციით, კირეევი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ იქნა ლიკვიდირებული.

კომენტარები

დატოვე კომენტარი