პრეზიდენტი პარლამენტს მოხსენებით 14 მარტს მიმართავს.
სალომე ზურაბიშვილის პარლამენტის ტრიბუნიდან გამოსვლის თარიღი შეთანხმებულია.
როგორც ცნობილი ხდება, 9 მარტს ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც 14 მარტისთვის პლენარული სხდომის მოწვევის გადაწყვეტილებას მიიღებენ.
სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა სურვილი, ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე 5 მარტს გამოსულიყო, თუმცა მისი ეს ინიციატივა “ქართული ოცნების” უმრავლესობამ არ გაიზიარა.