ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეორე ტალღა აამოქმედა.
მისი ცნობით, სანქციები 160 ოლიგარქსა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრებს შეეხებათ.
„ჩვენ კიდევ უფრო ვაძლიერებთ სანქციებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ,“- დატვიტა ფონ დერ ლაიენმა.
სანქციები ასევე შეეხებათ ბელარუსის საბანკო სექტორს, რუსეთის ფედერაციის საზღვაო სანავიგაციო ტექნიკის ექსპორტსა და კრიპტოაქტივებს.