ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ რუსეთი მიმდინარე წლის ბოლომდე, 200 – ზე მეტი დასახელების საქონლის საზღვარგარეთ გატანას აჩერებს.
ჩამონათვალშია ასეთია: ტექნოლოგიური, ტელესაკომუნიკაციო, სამედიცინო დანადგარები, სატრანსპორტო საშუალებები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ელექტრო აპარატურა – 200 დასახელების საქონელი, მათ შორის სარკინიგზო ვაგონები და ლოკომოტივები, კონტეინერები, ტურბინები, ქვისა და მეტალის დამამუშავებელი დაზგები, მონიტორები, პროექტორები, პულტები და პანელები.
განცხადების თანახმად, აღნიშნული ზომა რუსეთის ბაზარზე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია.