გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას თქმით, საქართველოში მომავალ კვირას ღამის საათებში ყინვა გაძლიერდება, ჰაერის ტემპერატურა ნული გრადუსის ქვემოთ დაფიქსირდება.
„13-14 მარტს თოვლის ინტენსივობა მოსალოდნელია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში. მთიან და მაღალმთიან რაიონებში ყინვა მოიმატებს. ასევე ყინვა მოიმატებს აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც. 16 მარტამდე ზოგ რაიონში მოსალოდნელია თოვა“,- განაცხადა გვაზავამ.