თუ რუსეთის არსებობას საფრთხე შეექმნება, ბირთვულ იარაღს გამოვიყენებთ – პესკოვი

კრემლის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი CNN-თან ინტერვიუში ასახელებს მიზეზს, თუ რა შემთხვევაში გამოიყენებს რუსეთი ბირთვულ იარაღს.

“ჩვენ გვაქვს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია. ის საჯაროა და შეგიძლიათ წაიკითხოთ და გაეცნოთ ყველა მიზეზს, რომლის შესაბამისადაც ატომური იარაღის გამოყენება შეგვიძლია. ანუ, თუ ჩვენი ქვეყნის არსებობას საფრთხე შეექმნება, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის თანახმად, ატომური იარაღის გამოყენება შეგვიძლია. ამ კონცეფციაში სხვა დამატებითი მიზეზები გაწერილი არაა”, – აცხადებს პესკოვი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი