უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრები საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპული ქართველი სამხედროები, დავით რატიანი და გია ბერიაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს.

დაღუპულ გმირებს აეროპორტში ოჯახის წევრებთან ერთად, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ. მოქალაქეებმა ქართველ ჯარისკაცებს სანთლებით და დროშებით მიაგეს პატივი.

დაღუპულ სამხედროებს აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც მიაგო პატივი.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორივე დაღუპულს სამხედრო პატივით დაკრძალავენ, იქნება საპატიო ყარაული.

ცნობისთვის, 17 მარტს უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლისას ქართველი მეომრები დავით რატიანი და გია ბერიაშვილი დაიღუპნენ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მასშტაბური ომი დაიწყო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი