სტარსბურიგის სასამართლომ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სარჩელი დასაშვებად ცნო, საქმე განხილვის არსებით ეტაპზე გადადის, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
“რაც შეეხება საქმეს სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, ის გადადის განხილვის არსებით ეტაპზე. საქართველოს არგუმენტები ძალიან მყარია ამ საქმეში და ბუნებრივია, ჩვენ საბოლოო კომენტარების გაკეთება შეგვეძლება მას შემდეგ, რაც საქმეზე დასრულდება არსებითი განხილვა. რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღებას და შემდგომში მის გამოქვეყნებას, ბუნებრივია, ამის შესახებ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, აქ არ არის წინასწარ მკაცრად გაწერილი ვადები, გადაწყვეტილებას ამაზე მიიღებს სასამართლო და მას შემდეგ, რაც საქმეზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება, შემდგომში ჩვენ გავაკეთებთ ამასთან დაკავშირებით კომენტარს”, – განაცხადა ბრეგაძემ.
გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლო, როგორც წესი, მსგავს საქმეს წარმოებაში არ იღებს, თუმცა, პოლიტიკური მართლმსაჯულების ქეისი, რომლის წინაშეც ის აღმოჩნდა, ევროპულმა სასამართლომ გამონაკლისის სახით მიიღო.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, გიორგი ჩივიაშვილი, მიიჩნევს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმეში იმდენად უხეში დარღვევებია, რომ საბოლოოდ, ისნი ამ პროცესს მოიგებენ.
“მთავრობა ითხოვდა აღნიშნული სარჩელების არდაშვებას, მათი პოზიცია გამომდინარეობდა იქიდან, რომ არ იყო დასაშვები, ხანდაზმულობის ვადა გასული იყო და უამრავ სხვა მიზეზს იდებდნენ, მაგრამ დღეს სტრასბურგის სასამართლომ განჩინებით გამოსცა, რომ ყველა საჩივარი, რომელიც გასაჩივრებულია სააკაშვილის მიერ, იქნა დასაშვებად ცნობილი.
ლიუგიკურია, ხელისუფლება ამ საქმეს წააგებს. ძალაინ უხეში შეცდომები აქვთ დაშვებული “, – აცხადებს ადვოკატი ჩივიაშვილი.