“დიდი გამარჯვება, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს საქართველოს სიმართლეს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
„ამ გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აშკარა იურიდიულ, საერთაშორისო მხარდაჭერას“,- აცხადებს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლომ ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მიერ რუსეთის კოორდინაციით წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად ცნო.