გაერო-ს მონაცემებით, მაშ შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი წამოიწყო ოკუპანტებმა 135 ბავშვი მოკლეს, ხოლო 184 არასრულწლოვანი დაშავდა.
გაერო-ს მონაცემებით, სულ დაშავებულია 1 650 მშვიდობიანი მოქალაქე. მათივე ცნობით, დაღუპულთა და დაშავებულთა უმეტესობა მამაკაცია, მაგრამ ბევრი მათგანის სქესის დადგენა შეუძლებელია.
სტატისტიკის მიხედვით, მსხვერპლთა შორის არის: 214 მამაკაცი, 160 ქალი, 14 გოგონა, 28 ბიჭი; ხოლო კიდევ 571 ზრდასრულისა და 48 ბავშვის სქესი დადგენილი არ არის.