უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლისას კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა. შემთხვევა ქალაქ ირპენში ძლიერი შეტაკებების დროს მოხდა.

გარდაცვლილის ცხედარი ფრონტის ხაზიდან უკვე გამოიყვანეს და ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული. 51 წლის დათო გობეჯიშვილი კიევში 4 დღის წინ ჩავიდა. იგი სოხუმიდან არის დევნილი, რომელიც ტყიბულში ცხოვრობდა.

შეგახსენებთ, უკრაინაში უკვე 4 ქართველი ჯარისკაცია დაღუპული. მანამდე ქალაქ ირპენთან ბრძოლისას დაიღუპნენ დავით რატიანი და გია ბერიაშვილი, ხოლო ქალაქ მარიუპოლში ბახვა ჩიქობავა.

დავით რატიანს და გია ბერიაშვილს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. რაც შეეხება ბახვა ჩიქობავას, მისი ცხედრის გადმოსვენება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი