რუსეთი, რა თქმა უნდა ყველაფერს დაკარგავს, აფხაზეთსაც – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პუტინის გეგმები არასტრატეგიულია და რუსეთი ყველაფერს დაკარგავს, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთსაც:

“პუტინს მრავალ-ვექტორული მიდგომა აქვს რუსეთის საკითხზე, მსოფლიოში მის ადგილზე, ლიდერობასთან დაკავშირებით, ყველა იმაზე, ვინც რუსეთისგან წავიდა და ვისაც აქვს უფლება რუსეთის ნაწილი არ იყოს, აქ მთელი ისტორიაა. კავკასია კავკასიაა, ქართველები ქართველები არიან, მოლდოველები მოლდოველები არიან და უკრაინა უკრაინაა. ეს სხვადასხვა ისტორიებია.

უკრაინა საშიშია ბევრი თვალსაზრისით. პირველ რიგში, რუსული ენის გავლენის დაკარგვა, მან დაკარგა რამდენიმე მილიონი რუსულენოვანი მოსახლეობა. ახლა უნდა ეს ძალით დაიბრუნოს, რაც სხვა ტალღამდე მიგვიყვანს, მაგრამ მოდი ამაზე ნუ ვისაუბრებთ. მეორეა, რა თქმა უნდა უკრაინის წარმატება – გეოპოლიტიკური, გეოგრაფიული და მოსახლეობის თვალსაზრისით.

ამბიცია, რომ საბჭოთა კავშირის აღდგენა უნდა, რამდენ ხნიანია ეს ამბიცია? რამდენ წლიანი სიცოცხლე დარჩა? ნებისმიერ ადამიანს, რომელიც 70-80 წლისაა, კიდევ 50 წელს ხომ ვერ იცოცხლებს? ვფიქრობ, მისი გეგმები არასტრატეგიულია. მე არ ვარ რუსი ხალხის მრჩეველი, მაგრამ მგონია, რომ ეს არ არის სტრატეგია. პუტინს განსხვავებული მიდგომა აქვს, ამიტომ მისი ეს მთელი მულტი-ვექტორული ბუნებაა. რუსეთი, რა თქმა უნდა ყველაფერს დაკარგავს, აფხაზეთსაც. მაგრამ პრობლემა ისაა, მერე ამ ხალხმა როგორ უნდა ისწავლოს თანაცხოვრება?”, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი