რუსეთი კიევთან და ჩერნიგოვთან სამხედრო აქტივობას ამცირებს

რუსეთი უკრაინის დედაქალაქ კიევთან და ქალაქ ჩერნიგოვთან სამხედრო აქტივობას რადიკალურად შეამცირებს

ეს განცხადება რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ფომინმა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„როგორც ცნობილია, უკრაინის ნეიტრალიტეტისა და არაბირთვული სტატუსის შესახებ შეთანხმების მომზადების, ასევე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების მიწოდების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. დღევანდელ შეხვედრაზე განხილული პრინციპების გათვალისწინებით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მიერ ურთიერთნდობის გაზრდისა და შემდგომი მოლაპარაკებებისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად და ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ხელმოწერაზე შეთანხმების საბოლოო მიზნის მისაღწევად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რადიკალურად შემცირდეს სამხედრო აქტივობა კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით“, – განაცხადა ფომინმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი