რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ “ქედმაღლობა, რომლითაც აღსავსეა დღეს ამერიკა, სიკეთეს არ მოიტანს”.
“განცხადება რუსეთის ლიდერზე იმას ადასტურებს, რომ ბევრ ამერიკელ პოლიტიკოსს, რომლებიც ერაყის ომის სათავეებთან იდგნენ ცნობილი საბაბით, რომლებმაც დააქციეს ლიბია ნატოს პარტნიორებთან ერთად, რომლებიც შეიჭრნენ სირიაში, ამ პოლიტიკოსებს, საერთოდაც, სინდისთან ყველაფერი რიგზე არ აქვთ. დასავლეთის ქედმაღლობა, რომელიც უგულებელყოფს სხვა ქვეყნების ეროვნულ ინტერესებსა და უსაფრთხოებას, კარგს არ მოიტანს.
გულწრფელად გეუბნებით, რომ ეს არ არის რომელიმე ერის ინტერესებში, მათ შორის, ეს არ არის თავად დასავლეთის ქვეყნების ხალხთა ინტერესებში,” – აღნიშნა ლავროვმა.