სენატმა პროგრამა აღადგინა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერის დამარცხებაში დაეხმარა

სენატმა მეორე მსოფლიო ომის პერიოდის პროგრამა, „ლენდ-ლიზი“აღადგინა, რომელიც აშშ-ს, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში, სწრაფად, დიდ დროსთან დაკავშირებული პროცედურული დაბრკოლებების გარეშე მოკავშირეებისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების საშუალებას აძლევდა.

აღნიშნული საკანონმდებლო აქტი, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საშუალებას მისცემს, უფრო ეფექტურად და ჩქარა გაუგზავნოს იარაღი და სხვა სახის მარაგი უკრაინას.

აღნიშნული აქტი კრიტიკული სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგების დე ფაქტო ჩუქების საშუალებას იძლევა დათქმით, რომ დახმარების მიმღები ქვეყნები აშშ-ს თანხას მოგვიანებით გადაუხდიან.

კომენტარები

დატოვე კომენტარი