მადლობა საქართველო, უკრაინელი ხალხი ქართველების მხარდაჭერას გრძნობს – უკრაინის რადა

უკრაინის უმაღლესი რადა საქართველოს მადლობას უხდის, რუსთაველის გამზირზე გამართული მხარდამჭერი აქცია-პერფორმანსისთვის, რომელიც რუსეთის შეჭრის შედეგად ბუჩაში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად გაიმართა.

„მადლობა, საქართველო! უკრაინელი ხალხი ქართველების მხარდაჭერას გრძნობს“, – ნათქვამია უკრაინის რადას მიერ twitter-ში გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მოქალაქეებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს, რომელიც ქალაქ ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნას მიეძღვნა.

აქციის მონაწილეები სიმბოლურად ხელებშეკრულები პარლამენტთან დაწვნენ, რითაც ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობები გააპროტესტეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი