უკრაინაში, რუსეთის შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 176 ბავშვი დაიღუპა, 500-ზე მეტი კი დაშავდა – ინფორმაციას უკრაინის პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ 500 ბავშვი დაშავდა. აღნიშნულ შემთხვევათა უმრავლესობა კი, დონეცკის, კიევისა და ხარკოვის რეგიონებში მოხდა.
ამასთანავე, უკრაინის გენერალური პროკურატურა იუწყება, რომ კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა ხუთი და 16 დაშავდა ბავშვი.