გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14-16 აპრილს ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია ტემპერატურის -7 გრადუსამდე დაცემა.
“14-16 აპრილს მოსალოდნელია ჰაერის მინიმალური ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება: დასავლეთ საქართველოს დაბლობში 0, -1, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -1, -3, ხოლო საქართველოს მთიან რეგიონებში -2, -7 გრადუსამდე, რამაც შესაძლებელია ხეხილოვანი კულტურების ყვავილების დაზიანება გამოიწვიოს,”-ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.