მარტვილში მამაკაცი აფთიაქში გარდაიცვალა

მარტვილში, აფთიაქში შესული 60 წლამდე კაცი გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, ის მოულოდნელად დაეცა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ზუგდიდის მკვიდრია და იგი მარტვილში შენობების სარესტავრაციო სამუშაოებზე იყო დასაქმებული.

„უეცრად წაიქცა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამაც ვერ მოუსწრო, უკვე გარდაცვლილი იყო,“ – ამბობს თვითმხილველი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი