საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, “ომის პარტია არ უნდა იყოს “ქართულ ოცნებასთან” ერთად უკრაინაში ვიზიტზე წარმოდგენილი.
“გუშინ იყო მათი მხრიდან საერთო ვიზიტის ჩაშლის მცდელობა, ამ ფორმით ვიზიტის განხორციელების ჩაშლის მცდელობა. ჩვენი შეთავაზება იყო ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან თითო წარმომადგენელი, ამის შემდეგ გამჟღავნდა მათი რეალური სურვილი.
იდეალურად დალაგდა დელეგაცია, იდეალურია იმიტომ, რომ არის მრავალპარტიულია ეს ვიზიტი, მრავალპარტიული ფორმით იქნება გამოთქმული სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. ასევე, ძალიან კარგია, ის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები არ იქნებიან ამ ვიზიტში. ეს არის ლოგიკური, ნიშანდობლივი და სიმბოლურიც, “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც არის “ომის პარტია”, არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, “ქართულ ოცნებასთან”, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ამ ვიზიტზე წარმოდგენილი,” – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, “ნაციონალურ მოძრაობაში” “ქართულ ოცნებასთან” ერთად უკრაინაში წასვლაზე უარს ამბობენ. ხატია დეკანოიძის თქმით, პარტია უკრაინაში გამგზავრებას ოპოზიციურ დელეგაციასთან ერთად დაგეგმავს.