საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პირველი ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150-ლარამდე გაიზრდება.
“ბავშვთა უფლებების დაცვა, მათზე ზრუნვა და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ჩვენი გუნდის მთავარი მოვალეობაა და ამ მიმართულებით მრავალი ნაბიჯი გადავდგით. ერთი წლის წინ, ჩემი გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება გავუორმაგეთ, 50 ლარი იყო და 100 ლარი გახდა. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დამხარება 150 ლარი გახდეს. პირველი ივნისიდან, თითო ბავშვზე, აღნიშნული დახმარება 150 ლარს შეადგენს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.