სენაკში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ხუთ პირს პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სენაკის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.
დაცვის მხარე, დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
ფაქტზე გამოძიება 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
შეგახსენებთ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ცემის ბრალდებით 24 აპრილს 5 პირი დააკავეს. შემთხვევა სენაკის ცენტრში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მოხდა.