“საქართველოს ეროვნული ბანკი” მოსახლეობას აფრთხილებს

“საქართველოს ეროვნული ბანკი” განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს. ბანკის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებში გახშირდა რეკლამის შემცველი განცხადებები, რომლის საშუალებითაც კომპანია მომხმარებელს მაღალი საპროცენტო განაკვეთით ანაბრის გახსნას სთავაზობს.

“ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში გახშირდა რეკლამის შემცველი განცხადებები, რომლის საშუალებითაც კომპანია მომხმარებელს მაღალი საპროცენტო განაკვეთით ანაბრის გახსნას სთავაზობს. კომპანია, რომელიც მომხმარებლებს თანხის შეტანის სანაცვლოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთით “ანაბრის” გახსნას სთავაზობს, არის “სფერო ჰოლდინგში” შემავალი ორგანიზაცია “სფერო ინვესტი”.
გაცნობებთ, რომ აღნიშნული კომპანია არ წარმოადგენს ლიცენზირებულ კომერციულ ბანკს ან რეგისტრირებულ არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირს. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მას არ აქვს ანაბრის მიღების ან საანაბრე ხელშეკრულების დადების უფლება.
ვრცლად: https://bit.ly/გაფრთხილება-აპრილი-2022“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი