ტირანია დამარცხდება – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა, ევროპა და მთელი მსოფლიო ერთობლივი გამარჯვებისკენ გზაზეა.

„ეს დამოკიდებულია ასევე ეკონომიკურ და ფინანსურ, ჰუმანიტარულ მხარდაჭერაზე და იმის შესაძლებლობაზე, რომ უზრუნველყოფილი ყოს ნორმალური ცხოვრება გათავისუფლებულ ტერიტორიებზე და იმის აღდგენაზე, რაც რუსული არმიის მიერ არის განადგურებული.

თავისუფლებამ უნდა აჩვენოს, რომ ის იცავს ხალხს და მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე ტირანიას, რომელთანაც ათობით წლის განმავლობაში მასობრივად მიედინებოდა ფული ნავთობის, გაზისა და სხვა ნედლეულის გაყიდვიდან. ასე გაიმარჯვებს თავისუფლება. სწორედ ამიტომ, ეს კონფერენცია არის ასეთი მნიშვნელოვანი ყველასთვის ევროპაში სტრატეგიულად და ტაქტიკურად“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკი ამბობს, რომ უპირველეს ყოვლისა, უკრაინას სჭირდება საკმარისი ფინანსური რესურსები, რათა უკრაინის ხალხს ჰქონდეს ყველაფერი, რაც სჭირდებათ, ვიდრე ომი გრძელდება.

„უკრაინის სახელმწიფო, როგორც ამ ფონდების მმართველი, დაფარავს ყველა სასწრაფო საჭიროებას, იქინება ეს თავდაცვითი, სოციალური, თუ ჰუმანიტარული საჭიროებები. მეორე – ჩვენ უკვე ვამზადებთ ომის შემდგომ უკრაინის აღდგენის მასშტაბურ გეგმას და ჩვენ გვჭირდება სტრატეგიული საერთაშორისო მხარდაჭერი გგემა უკრიანისთვის, რაც იქნება ისტორიული მარშალის გეგმის თანამედროვე ანალოგი. ეს არის ფული, ტექნოლოგიები, პოფესიონალები და მზარდი შესაძლებლობები, რაც საჭიროა უსაფრთხო ცხოვრების აღსადგენად, მოდერნიზაცია და სოციალური განვითარება. ეს იქნება ინვესტიცია მთელი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობაში. ასე რომ, აგრესორს ეცოდინება, ის ვერ გატეხს ევროპისა და თავისუფალი ქვეყნების სიძლიერეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი