წყალდიდობა მარტვილში – დაზარალებულია 15-მდე სოფელი [Photo]

ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა და ღელეებმა მარტვილის მუნიციპალიტეტის 15-მდე სოფელი დააზარალა.  დატბორილია საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სოფელ თამაკონსა და აბედათში ადიდებულმა მდინარემ ხიდები წაიღო, რის გამოც ჯამში 180-მდე ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. დაზიანებულია სოფლის შიდა გზები, დახოცილია შინაური ფრინველები.

მარტვილის სოფლებში სტიქიის შედეგად შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი. ლევან შონიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ის სახლებიც დაათვალირა, რომლებიც წყალდიდობის გამოდაიტბორა.

მარტვილში შექმნილი ვითარების გამო შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც მხარის გუბერნატორი ხელმძღვანელობს. შტაბში ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლებთან ერთად სამართალდამცავები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები არიან შესული.

სამხარეო ადმინისტრაციის განცხადებით, მარტვილისთვის სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია უკვე ითვლის. მათივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში აღდგენითი სამუშაოები დილიდანვე დაიწყება. თავდაპირველად კი სოფლების შიდა გზების და ხიდების აღდგენა მოხდება.

>>> იხილეთ ვიდეო

HD TV.Still009

HD TV.Still008

HD TV.Still006

HD TV.Still004

HD TV.Still003

HD TV.Still002

DSC_4276

DSC_4216

DSC_4205

DSC_4135

კომენტარები

დატოვე კომენტარი