პოლონეთში 22 წლის ბექა ტაბაღუა მოკლული ნახეს. ის აფხაზეთიდან დევნილია და ოჯახთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობდა.
ახლობლების თქმით, ტაბაღუა პოლონეთში 7 თვეა სამუშაოდ წავიდა, ბოლო 3 დღის განმავლობაში კი მასთან კონტაქტი გაწყდა. ახლობლებმა ოჯახს აცნობეს, რომ ის დანითაა მოკლული.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი უკრაინის მოქალაქემ მოკლა, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ ამ დროისთვის არ გავრცელებულა.