17 მაისს ქუთაისში +22 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც გამოიდარებს. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. მზიანი დღეა მოსალოდნელი ბათუმშიც, სადაც დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღე იქნება ფოთში. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც მზიანი დღეა. დღისით ტემპერატურა +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში იწვიმებს. დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ამბროლაურშიც. ჰაერი დღისით +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც იწვიმებს. დღისით +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი. ახალციხეში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს.
გამოიდარებს ბორჯომშიც, სადაც დღისით +19, ღამის განმავლობაში კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში უნალექო დღეა, სადაც +21 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი.
გუდაურში თოვლია მოსალოდნელი. დღისით +9 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება. ომალოშიც თოვლს. დღისით +7, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც იწვიმებს. დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.
რუსთავში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +20 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში საღამოს წვიმას პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. მოსალოდნელია ქარი.