საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს ეხმაურება.
“მე რომ ვიყავი პრეზიდენტი, მაშინ ასეთ რაღაცას ვერ ბედავდნენ, ყოველ შემთხვევაში. ნამდვილად შემიძლია გითხრათ. რამდენჯერად მედიაზე თავდასხმა იყო, იმდენჯერ მე მედიის გვერდით ვიდექი”, – ასე უპასუხა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტის კითხვას: თუ როგორ მოიქცეოდა დღეს რომ ის იყოს პრეზიდენტი.