უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 18 მაისს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ხოლო 19-20 მაისს დროგამოშვებით წვიმიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა 18-19 მაისს დაბლობსა და ბარში +23, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, 20 მაისს კი +17, + 22 გრადუსამდე დაიკლებს. 21 მაისს ისევ გამოიდარებს და დათბება.

თბილისში 18 მაისს უნალექო ამინდი იქნება. 19-20 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 18-19 მაისს +24, +26 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, 20 მაისს +18, +20 გრადუსამდე დაიკლებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი