ზელენსკი რუსეთთან მოლაპარაკებების გასაახლებლად წინაპირობებს ასახელებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებები იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ ის უკრაინის შეჭრის შემდეგ მიტაცებულ ტერიტორიებს დააბრუნებს. ამის შესახებ მან იაპონურ გამოცემასთან ინტერვიუში ისაუბრა.

“დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთ, თუმცა ამისთვის საფასურის გადახდა მოგვიწევს. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ის მიწები, რაც 24 თებერვლამდე გვქონდა, მაშინ დავსხდებით მოლაპარაკებების მაგიდასთან”, — განაცხადა მან.

კომენტარები

დატოვე კომენტარი