უკრაინიდან ევროპის ქვეყნებში წასული ადამიანები, რომლებმაც სამშობლო ომის გამო დატოვეს, უკან მასობრივად ბრუნდებიან. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ვიქტორ ანდრუსივი ამბობს, რომ ქვეყანაში დევნილების 60 პროცენტი დაბრუნდა.
„რისკების მიუხედავად ვაკვირდებით, რომ უკრაინელები მასობრივად ბრუნდებიან სამშობლოში. ასეთი უკვე 4,8 მილიონი ადამიანია. ქვეყნიდან გასული ადამიანების თითქმის 60% უკან დაბრუნდა“, – განაცხადა მინისტრის მრჩეველმა.
ანდრუსივის ვარაუდით, ქვეყანაში დაბრუნებულ უკრაინელთა რაოდენობა ისევ გაიზრდება.