თბილისის მერის მოადგილე გარდაცვლილი იპოვეს

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი გარდაიცვალა. ის გარდაცვლილი საკუთარ სახლში ნახეს. ის 47 წლის იყო. დაღუპვის ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანის) მუხლით.

ილია ელოშვილი კახა კალაძის თბილისის მერად არჩევიდან რამდენიმე კვირაში გახდა მისი მოადგილე. მანამდე ცოტა ხნით იყო ენერგეტიკის მინისტრი. უფრო ადრე, კახა კალაძის ენერგეტიკის მინისტრობისას მისი მოადგილე იყო, 2003 წლიდან კი მუშაობდა სხვადასხვა კერძო კომპანიაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი