აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ცეცხლზე ნავთის დასხმაა – დიმიტრი პესკოვი

კრემლში აცხადებენ, რომ აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ცეცხლზე ნავთის დასხმაა.

„ჩვენ უკვე ვთქვით, აქ ახალი არაფერია. მიგვაჩნია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ცეცხლზე ნავთს ასხამს მიზანმიმართულად და მონდომებით. აშშ, ცხადია, ნამდვილად იცავს ხაზს ებრძოლოს რუსეთს უკანასკნელ უკრაინელამდე. ასეთი მიდგომა ხელს არ უწყობს უკრაინის ხელისუფლებაში სამშვიდობო მოლაპარაკების განახლების შესახებ სურვილის გაღვიძებას. ამიტომ, ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, ნეგატიურად ვუყურებთ“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი