პუტინს სურდა ნაკლები ნატო, თუმცა მან მიიღო ნატო-ს მეტი წევრი – სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივანმა, იენ სტოლტენბერგმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პრეზიდენტ პუტინს სურდა ნაკლები ნატო, თუმცა ეს ყველაფერი პირიქით მოხდა და ალიანსი გაფართოვდა.

“პრეზიდენტ პუტინს სურდა ნაკლები ნატო, თუმცა მან მიიღო მეტი ნატო, მეტი ჯარი და ნატოს მეტი წევრი. ნატოს წევრობაზე განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით შვედეთისა და ფინეთის გადაწყვეტილება ისტორიულია. ისინი გააძლიერებენ ჩვენს ალიანსს. ჩვენ უნდა გადავჭრათ ჩვენი ყველა წევრის უსაფრთხოების საკითხი და დარწმუნებული ვარ, შევძლებთ, ვიპოვოთ ერთიანი გზა.

მადრიდის სამიტზე შევათანხმებთ ნატოს შემდგომ სტრატეგიულ კონცეფციას – გავაძლიეროთ ჩვენი შეკავება და თავდაცვა და მოვემზადოთ მზარდი სტრატეგიული კონკურენციის ეპოქისთვის ისეთ ავტორიტარულ ძალებთან, როგორებიცაა რუსეთი და ჩინეთი. ეს მოიცავს უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს პარტნიორებთან აზია-წყნარი ოკეანისა და სხვა მსგავსი შეხედულებების მქონე პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი