აბაშაში სავარგულები 1000 ჰექტარზეა დატბორილი [Video]

აბაშის 5 სოფელში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები 1000 ჰექტარზე განადგურდა. დატბორილია საზამთროს, სიმინდის და სოიოს ყანები. ამის შესახებ ინფორმაცია newsportal.ge-ს აბაშის გამგეობაში მიაწოდეს.

აბაშაში დატბორილი ფართობები დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და აბაშის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა დაათვალიერეს და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.

ადგილობრივი მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. ადგილობრივ მთავრობაში კი აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს ზარალის დათვლა, რის შემდეგც მონაცემები ცენტრალურ მთავრობაში გაიგზავნება. შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმის გამო მარტვილის 15-მდე სოფელი დაზრალდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების კოორდინირებულად განხორციელების მიზნით მთავრობის წარმომადგენლები სტიქიის ყველა ზონაში იმყოფებიან.

კომენტარები

დატოვე კომენტარი