ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათ საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, პორტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები ღია წესით მუშავდება, რის გამოც, მათ ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება.
„მოვითხოვთ, რომ აქედან სასწრაფოდ გაგვასახლონ, 4 წელია ამას ვითხოვთ. ხალხი იწამლება, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ ყველა. ჩვენგან 300 მეტრში გოგირდია და ამას ვაპროტესტებდით, ახლა ეს გოგირდი საცხოვრებელ კორპუსთან ძალიან ახლოს მოგვიტანეს”, – განაცხადა აქციის მონაწილემ.
ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული საკითხი მათთვის ცნობილია. როგორც ფოთის მერიაში აღნიშნავენ, გამოყოფილია მიწა, სადაც მათთვის ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება.