გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში 22 ივლისიდან ჰაერის ტემპერატურა +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის ტემპერატურა 22 ივლისიდან +26, +31 გრადუსი იქნება.
რაც შეხება თბილისს, დედქალაქში 22 ივლისიდან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს, ტემპერატურა კი +28, +30 გრადუსამდე დაიკლებს. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი.