ის, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა – პრეზიდენტი საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის მიერ ბიჭვინთის შესაძლო აქნექსიის ფაქტს ეხმაურება და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

“იმას, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა. ჩვენ ვხედავთ ამ მოვლენებზე ხალხის მძაფრ რეაქციას. ეს უწყვეტი ოკუპაციის შედეგია. კატეგორიულად ვგმობ და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოვუწოდებ”, – წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკი და მის მიმდებარედ 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შესაძლოა, დე-ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციას გადასცეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი